ავტორი:

"კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო" - ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

"კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო" - ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

ოპერის იტალიელი ვარსკვლავი, ანდრეა ბოჩელი, იტალიის მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღება და ადამიანების სახლში გამოკეტვა დამამცირებელი იყო. ბოჩელის სიტყვებს sky.com აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, პოპუალრულმა ტენორმა ამის შესახებ ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოჩელი ამბობს, რომ მან კარანტინის დროს შემოღებული წესები დაარღვია, რადგანაც ფიქრობდა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

ბოჩელის განცხადება სიურპრიზი აღმოჩნდა იტალიის მთავარობისთვის, რადგანაც კარანტინის დროს ის იტალიის გაერთიანების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, როცა მილანში, ცარიელ ტაძარში სიმღერა შეასრულა. ბოჩელის წარმოდგენას იტალიელებმა "იმედის სიმღერა“ უწოდეს. სანახაობამ ბევრს ცრემლიც კი მოჰგვარა.

61 წლის ტენორი ასევე ამბობს, რომ არ მიაჩნია სწორად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მისი ასაკის ადამიანისთვის სახლში ყოფნა. მომღერალი თვლის, რომ პანდემია არც ისეთი საშიშია, როგორც ხელისუფლება ხატავს და აცხადებს, რომ ის არ იცნობს ადამიანს, რომელსაც ინტენსიური თერაპია დასჭირდა.

მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა უგულებელყონ პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის წესები.

"მოდით, უარი ვთქვათ ამ წესებზე, მოდით, ვიკითხოთ წიგნები, ვიაროთ, ერთმანეთი გავიცნოთ, ვისაუბროთ“, - ამბობს ბოჩელი.

ცნობისთვის, იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა. ამ დროისთვის კარანტინი და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა ეპიდემიოლოგები ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, რათა ვირუსის ახალი აფეთქების თავიდან არიდება შეძლონ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით სულ 246 286 ადამიანი დაინფიცირდა და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მე-15 ქვეყანაა.. ვირუსით გარდაიცვალა 35 112 პაციენტი, ხოლო 198 593 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეგვიპტეში 5 გოგონას სოცქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებისთვის პატიმრობა შეუფარდეს - "ზნეობა დაარღვიეს და სექსს ჰყიდდნენ"

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს