ავტორი:

"მესაუბრა გიორგის დედ-მამა, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას დავატრიალებთო" - მირიან ნიკოლაძის პასუხი თამაზ ხომასურიძეს

"მესაუბრა გიორგის დედ-მამა, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას დავატრიალებთო" - მირიან ნიკოლაძის პასუხი თამაზ ხომასურიძეს

"მესაუბრა წეღან გიორგის დედაც და მამაც, დამირეკეს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევითო" - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ დაკავებული არასრულწლოვნის მამის მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას მან აღნიშნა, თამაზ ხომასურიძის მოთხოვნაზე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს.

"მესაუბრა წეღან გიორგის დედაც და მამაც, დამირეკეს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევითო, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი, უბრალოდ ისე არ მოხდეს, რომ პროცესზე ან სადმე გადავიკვეთოთო, თორემ საშინელებას დავატრიალებთო" - აღნიშნა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებული არასრულწლოვნის მამამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურს და მისთვის სათქმელი ბევრიუ აქვს.

ხომასურიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

"ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს", - აცხადებს ხომასურიძე.

"ვიტანჯებოდი, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა, ელექტროშოკი რომ მივუტანე, თითქოს დაწყნარდა" - ინტერვიუ ბაჩალიაშვილის მამასთან

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რუსთავში ცოლ-ქმარი თაღლითობისთვის დააკავეს