ანჯელინა ჯოლი მერილინ მონროს განასახიერებს

ანჯელინა ჯოლი მერილინ მონროს განასახიერებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ბიოგრაფიულ ფილმში - ”ძაღლ მერფისა და მისი მეგობარი მერილინ მონროს ცხოვრება და განცდები” მონროს როლს შეასრულებს.

ფილს ენდრიუ ო'ჰეიგენის რომანის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც გაყიდვაში 2010 წლის დეკემბერში გამოვა, - წერს ინტერნეტ-გამოცემა Kinonews.ru. მერილინის ცხოვრება წიგნში მერილინის ძაღლის თვალით არის დანახული. ძაღლი მერილინს მისმა უახლოესმა მეგობარმა ფრენკ სინატრამ აჩუქა.

ფილმში ფრენკ სინატრას როლს ჯორჯ კლუნი ითამაშებს. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჯოლი ნენსი შოენბერგერის წიგნის ეკრანიზაციაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ელისაბედ ტეილორს მიეძღვნება. ამ როლზე ”ოსკარის” მფლობელი კეტრინ ზეტა-ჯონსი აცხადებს პრეტენზიას. 

მომზადებულია Kinonews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება