ავტორი:

რა კომენტარს აკეთებს ნინო ქადაგიძე-ჟვანია შვილის დაკავებაზე?

რა კომენტარს აკეთებს ნინო ქადაგიძე-ჟვანია შვილის დაკავებაზე?

2 აგვისტოს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი - ექსპრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ. რაც შეეხება ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, ის მსუბუქად დაიჭრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ის დღეს დაკითხეს.

ambebi.ge ბუსას დედას, ქალბატონ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას დაუკავშირდა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა."იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რასაც საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ", - განაცხადა ქალბატონმა ნინომ.

''არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება... ეს თქვენ  დაგჭირდებათ გაქცევა მალე" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ემუქრებიან

"ამირხანაშვილი მეხუთედ გამოკითხეს... რადიკალურად განსხვავებულია მისი ჩვენება" - რას ამბობს დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი