პენტაგონის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთი საიდუმლო ვითარებაში თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში შიშობენ, რომ ეს კონფლიქტის რისკს ზრდის.
პენტაგონში ირწმუნებიან, რომ ჩინეთი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ფარულად სამხედრო მიზნებს მილიარდობით დოლარს ახარჯავს, ახალ წყალქვეშა ნავებს ქმნის, ანახლებს სარაკეტო ძალებსა და ბირთვულ შეიარაღებას. ანგარიშის თანახმად, ჩინეთი ამჟამად მოკლე რადიუსის 1,5 ათასამდე და საშუალო რადიუსის გაურკვეველი რაოდენობის ბალისტიკურ რაკეტას ფლობს.
თავის მხრივ, ოფიციალური პეკინი რეგიონში აშშ-ის გააქტიურებით უკმაყოფილოა, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკისა და სამხრეთ კორეის მასშტაბური ერთობლივი წვრთნების დროს გამოიკვეთა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.