რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 2044 წლამდე დარჩება და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს

რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 2044 წლამდე დარჩება და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს

სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს პრეზიდენტი მედვედევი ხელს 19-20 აგვისტოს სომხეთში ვიზიტის დროს მოაწერს. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი აცხადებს, რომ ცვლილებები 1995 წლის შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელებას შეეხება. ახალი ოქმის თანახმად, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა 25-დან 49 წლამდე გაგრძელდება.

”გარდა ამისა, უფრო ზუსტად განისაზღვრება რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციები. რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სომხეთის უსაფრთხოებას დაიცავს”, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე