რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო რუსული არმიისთვის ვერტმფრენმზიდის შესაძენად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას აპირებს, რითაც ფრანგული "მისტრალის" უალტერნატივოდ შეძენაზე უარს აცხადებს. ამასთან, უწყება რუს გემთმშენებელთა სამამულო ვარიანტებსაც განიხილავს.
ტენდერის მომზადებაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, რომლის ფორმირება ამჟამად მიმდინარეობს. კომისია დაადგენს, რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს კონკურსში გემსაშენთა დაშვება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტენდერის გარეშე "მისტრალის" შეძენა ფაქტობრივად უკანონო იქნებოდა.
მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.