ავტორი:

"კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება" - სერიალი The Crown, ეკრანზე "გაცოცხლებული" პრინცესა დიანა და მსახიობი, რომელმაც ბრიტანელების აზრი ორად გაყო

"კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება" - სერიალი The Crown, ეკრანზე "გაცოცხლებული" პრინცესა დიანა და მსახიობი, რომელმაც ბრიტანელების აზრი ორად გაყო

ცოტა ხნის წინ Netflix-ის სერიალ The Crown-ის ახალი, მეოთხე სეზონი გამოვიდა და როგორც კინოკრიტიკოსები პროგნოზირებდნენ სერიალის აღნიშნულმა სეზონმა უდიდესი წარმატება მოიპოვა, რასაც უპირველეს ყოვლისა, მასში პრინცესა დიანას გმირის გამოჩენას მიაწერენ.

სერიალის შემქმნელებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააანონსეს, რომ მაყურებელი სერიალის ახალ სეზონში ლედი დის ცხოვრების ერთ ეტაპს იხილავდა და საზოგადოებაშიც დიდი მოლოდინი გაჩნდა.

დიანას როლს 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, ემა კორინი ასრულებს, რომლის კარიერაშიც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლია.

ემას აქამდე რამდენიმე სერიალში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა ეპიზოდურ როლებში, დიანას გმირმა კი ის ვარსკვლავად აქცია. თავად მსახიობი თვლის, რომ საერთოდ არ ჰგავს ლედი დის და რომ არა მეგობრების თხოვნა, ქასთინგზე არც მივიდოდა. ემა იხსნებს, რომ როდესაც პრინცესას სტილის სამოსი ჩააცვეს, ყველა მიხვდა, რომ დიანას როლზე სწორედ ის უნდა დაემტკიცებინათ.

სერიალის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ საზოგადოების აზრი ორ ნაწილად გაიყო - ნაწილს მოსწონს ემა კორინის მიერ შესრულებული დიანას როლი და ამბობენ, რომ მსახიობი საოცრად ჰგავს ლედი დის, ხოლო ნაწილის აზრით, მას არ აქვს დიანას განსაკუთრებული შარმი და მომხიბვლელობა და დიანასგან განსხვავებით, უფრო ბავშვურია.

თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ემასა და დიანას შორის ვიზუალური მსგავსება აშკარაა და რომ არც ერთი მსახიობი, რომელსაც აქამდე შეუსრულებია დიანას როლი ასე ძალიან არ ჰგავდა პრინცესას. მიიჩნევენ, რომ ვიზუალური მსგავსებისთვის განსაკუთრებულ როლს სერიალში გამოყენებული კოსტიუმები ასრულებს. კოსტიუმები კი მართლაც თვალშისაცემია და თითქმის ზუსტად იმეორებს ლედი დის დაუვიწყარ სტილს.

საოცარი კოსტიუმებია და ემაც ულამაზესი, თითქოს პრინცესა გააცოცხლა, მადლობა მას ამისთვის.

ამ სერიალის ყურება მხოლოდ კოსტიუმებისთვის ღირს.

ემა უდავოდ ლამაზი და ნიჭიერია, თუმცა ვფიქრობ, მისი შესრულებიდან არ ჩანს დიანას ქარიზმატული მსახიობი, ემას მიერ შესრულებული პრინცესა ძალიან მორცხვია, არ იყო დიანა ასეთი.

ამ სერიალმა კიდევ ერთხელ შემახსენა, როგორ ვერ ვიტან კამილას.

რა კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება - წერენ სერიალის ოფიციალურ გვერდზე კომენტარებში.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, მოგწონთ ემა ლედის დის როლში, ჰგავს ის ადამიანებისთვის დღემდე ყველაზე ძვირფას და საყვარელ პრინცესას?

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე