ბათუმის "მიუზიკ ჰოლში" დღეს ჯგუფ "შინ"-ის კონცერტი გაიმართება

ბათუმის "მიუზიკ ჰოლში" დღეს ჯგუფ "შინ"-ის კონცერტი გაიმართება

"პალიტრამედიისა" და ჟურნალ "ბომონდის" ერთობლივი პროექტის - "ჩვენი ხმების საგანძური" ფარგლებში დღეს ბათუმის "მიუზიკ ჰოლში" ჯგუფ "შინ"-ის კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული პროგრამა.

ჯგუფ "შინ"-ის კონცერტი "პალიტრამედიისა" და ჟურნალ "ბომონდის" ერთობლივი პროექტის - "ჩვენი ხმების საგანძური", ფარგლებში იმართება. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გააერთიანებს 12 CD-ის, "ბომონდის" ყოველ ნომერთან ერთად მკითხველი მიიღებს ცნობილი ქართული ჯგუფებისა და ქართველი შემსრულებლების თითო დისკს.

"შინ"-ის ლაივკონცერტი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ღირებულება 20 და 50 ლარია.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება