რუსეთი მოწინააღმდეგის დაზვერვის პარალიზებისთვის ლაზერს ქმნის

რუსეთი მოწინააღმდეგის დაზვერვის პარალიზებისთვის ლაზერს ქმნის

რუსეთი თვითმფრინავების ლაზერული დანადგარით აღჭურვას ცდილობს, რომლის დანიშნულება მოწინააღმდეგის დაზვერვის საშუალებების მწყობრიდან გამოყვანა იქნება. ლაზერული მოწყობილობა თვითმფრინავ А-60-ზე დამონტაჟდება, რომელიც სატრანპორტო Ил-76-ის ბაზაზეა შექმნილი.

ამ კომპლექსმა, რომელზე მუშაობაც საკმაოდ დიდი ხანია, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული მიმდინარეობს, რამდენიმე წარმატებული გამოცდა უკვე გაიარა. საბრძოლო ლაზერს მხოლოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოიმხარენ. როგორც ჩანს, რუსები მას საექსპორტოდ ჯერჯერობით ვერ იმეტებენ.

რუსი სპეციალისტები პროექტზე 1965 წლიდან მუშაობენ. იარაღის აქტიური გამოცდა 1983-84 წლებში მიმდინარეობდა, მისი საბოლოო ვარიანტი კი 1990 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა სათანადო დაფინანსების არქონის გამო პროექტი დაკონსერვდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე