რუსეთმა ირანისთვის საზინეტო-სარაკეტო სისტემა С-300-ების მიყიდვის საკითხი ჯერაც ვერ გადაწყვიტა, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი, რომელიც ამჟამად სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორ ცნობილია, ირანისთვის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიყიდვის კონტრაქტს ხელი 2007 წელს მოეწერა. გარიგების თანახმად, რუსეთს ისლამური რესპუბლიკისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300ПМУ-1-ის ხუთი დივიზიონი უნდა გადაეცა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 800 მლნ დოლარს შეადგენდა.
2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი მიიღო. რომელიც ამ ქვეყნისთვის გარკვეული შეიარაღების მიწოდებაზე შეზღუდვას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზეზით რუსეთმა ირანისთვის С-300-ების გადაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა კონტრაქტის საბოლოოდ ანულირება არ მოუხდენია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.