ავტორი:

ხელის თხოვნა მყინვარწვერზე -  რომანტიკული სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც სოციალური ქსელების  ფავორიტი გახდა

ხელის თხოვნა მყინვარწვერზე -  რომანტიკული სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც სოციალური ქსელების  ფავორიტი გახდა

25 აგვისტოს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე, 26 წლის დუშელმა ბიჭმა - ჯეკო დამაცალაშვილმა თავის შეყვარებულს, 22 წლის გურანდა ჭინჭარაულს საოცარი სიურპირიზი მოუწყო: მწვერვალზე პირველად ასული გოგონა ხედებით ტკბებოდა, როცა შეყვარებულმა ყველაზე ორიგინალურად სცადა მისთვის სიყვარულის დამტკიცება და ცოლობა სთხოვა. ლამაზი ცერემონიის მოწყობაში ჯეკოს მეგობრები დაეხმარნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან

ჯეკო:-

- გურანდას მამიდაშვილი ჩემი კლასელი იყო და "ფეისბუქში" აღმოვაჩინე. ძალიან მომეწონა. მერე საუბარში შევიტყვეთ, რომ ჩვენი დედები კლასელები იყვნენ და ესეც მნიშვნელოვანი გახლდათ ჩემთვის. პირველად კულტურის სახლში დავპატიჟე, მერე კონცერტზე წავედით. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა...

გურანდა:

- 2 კვირა ინტერნეტით გვქონდა კომუნიკაცია, შემდეგ დამპატიჟა გოდერძი ჩოხელის წიგნის პრეზენტაციაზე. 8 მარტს ბაზალეთზე წავედით, იქ საოცარი სიურპრიზი მომიწყო: ნავით რომ გავისეირნეთ ერთად, ეს ჩვენი მეოთხე შეხვედრა იყო. როცა ტბაში გარკვეულ მანძილზე შევცურეთ, ჯეკომ ჩვენ შორის ჩადგა ყუთი, რომელსაც ლამაზი, თეთრი გადასაფარებელი ეფარა, შემდეგ ხილის ასორტი, შამპანური და ჭიქები დადგა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მის დედასა და დას გაემზადებინათ ეს ხილის ასორტი...განაგრძეთ კითხვა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს