ბობ მარლიზე ფილმს გადაიღებენ

ბობ მარლიზე ფილმს გადაიღებენ

რეჟისორი ჯენი ეში აფროამერიკელი მომღერლის ბობ მარლის შესახებ ფილმს გადაიღებს.

”დღემდე ამ მუსიკოსზე ფილმი არასდროს გადაღებულა, მინდა  საზოგადოებას იგი ადამიანად, და არა ლეგენდად, წარვუდგინო”, - განაცხადა რეჟისორმა. 

ფილმში განსაკუთრებული ყურადღება მარლის ლონდონში მოღვაწეობის 1976-1978 წლებზე გამახვილდება, რადგან სწორედ ამ დროს  ჩაიწერა მისი ყველაზე ცნობილი ალბომი "Exodus”-ი. 

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება მარლის როლის შემსრულებელი, თანაც რეჟისორს ამ ფილმში ჯერჯერობით მისი კომპოზიციების გამოყენების უფლება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ჯენი ეში აქტიურად მუშაობს მხატვრული ფილმებზე, თუმცა 2003 წელს მან ჯგუფ "Dolly Parton: Platinum Blonde"-ს წევრ დოლი პარტონის შესახებ დოკუმენტური ფილმიგადაიღო.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება