ავტორი:

"არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში" - რას წერს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში" - რას წერს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და "კურიერის" წამყვანი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს მიმართავს:

"მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან - სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში. მესმის, რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს. ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან, რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკას, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ში ახალ კორონავირუსზე თანამშრომლების PCR ტესტირება მიმდინარეობს.

როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზეა მითითებული, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიხედვით, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია, ხოლო მათ, ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ტესტის პასუხების გაგებამდე სპეციალურ ადგილას გადაიყვანენ.

ასევე ნახეთ: "რუსთავი 2-ის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ხაშურის სკოლაში საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანეს (ფოტო)

"რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავის უცნაური დაშვება შევნიშნე..." - რატომ უხდის მოქალაქე მადლობას საპატრულო პოლიციასა და 112-ს?

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე