ავტორი:

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიის მთავრობის ცნობით, "ნოვიჩოკით“ მოწამლეს, თავს უკეთ გრძნობს. როგორც The New York Times გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ნავალნი პროკურორს ესაუბრა და საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, მაშინვე დაბრუნდება რუსეთში.

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს“, - ციტირებს გამოცემა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფან ზიბერტის განაცხადებით, აალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტი საფრანგეთისა და შვედეთის სპეციალურმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.

რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდანაც მოხსნეს.

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა