ავტორი:

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება. ამის შესახებ ტრამპმა ABC news-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ვირუსი "ჯოგური მენტალიტეტის“ საშუალებით გაქრება.

"ჯორჯ, ის გაქრება ვაქცინის გარეშე“, - მიმართა ტრამპმა ჟურნალისტ ჯორჯ სტეფანოპულოზს.

"დროთა განმავლობაში ის გაქრება და განვითარდება ჯოგური მენტალიტეტი, ასე მოხდება. მაგრამ თუ ვაქცინა იქნება, ის კიდევ უფრო მალე გაქრება“, - თქვა ტრამპმა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">“herd mentality” <a href="https://t.co/XuCbxU9GAZ">pic.twitter.com/XuCbxU9GAZ</a></p>&mdash; Blake News (@blakehounshell) <a href="https://twitter.com/blakehounshell/status/1306083234451795969?ref_src=twsrc%5Etfw">September 16, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

უცნობია, თუ რა იგულისხმა აშშ-ის პრეზიდენტმა "ჯოგურ მენტალიტეტში“. მედიაში წერენ, რომ შესაძლოა, ის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაზე საუბრობდა.

ცნობისთვის, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა, გლობალური მასშტაბით, 29.7 მილიონს გადააჭარბა და ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს ამერიკის შეერთხებული შტატები იკავებს, სადაც ამ დროისთვის ვირუსის 6.7 მილიონი შემთხვევაა აღწერილი.

მსოფლიოს ჯერჯერობით არ აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დაჩქარებული რეჟიმში მუშაობენ და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, თუ ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა, ვაქცინა ამ წლის მიწურულისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენლი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი

ინდოელ პოლიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ ტალახის აბაზანები კორონავირუსისგან იცავდა, ვირუსი დაუდასტურდა