2012 წლისთვის რუსეთის არმია გასაბერი რაკეტებით შეიარაღდება

2012 წლისთვის რუსეთის არმია გასაბერი რაკეტებით შეიარაღდება

მალე რუსეთის არმიაში გასაბერი რაკეტები გამოჩნდება. მათ შექმნაზე სასწავლო-საწარმოო ორგანიზაცია "რუსბალი" იზრუნებს, საჭირო თანხას კი თავდაცვის სამინისტრო გამოყოფს. გეგმის თანახმად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და სარაკეტო დანადგარების შენიღბული მაკეტები 2012 წლის გაზაფხულისთვის მზად უნდა იყოს.

ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის არმია გასაბერი ტექნიკით კარგა ხანია მარაგდება. მაშინ საუბარი იყო ტანკების მულაჟებზე, რომელთა ნამდვილისგან გარჩევა 100 მეტრის მანძილიდანაც კი შეუძლებელია. ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ოპოზიციაში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ქვეყნის არმიის აღმშენებლობისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯი რეზინის ჯარისკაცებისა და გასაბერი გენერლების შექმნა იქნებოდა.

რუსი სამხედროების თქმით კი, რადიოლოკაციური, სითბური და ინფრაწითელი დიაპაზონის ღამის ხედვის აპარატებში გასაბერი ტექნიკა ისე აღიქმება, როგორც ნამდვილი და შედეგად, მოწინააღმდეგე შეცდომაში შედის. თანაც, გასაბერი არმიის პოზიციებზე გადატანა და განლაგება ძალზე მარტივია - მაგალითად, ტანკის მაკეტის გასაბერად 4 წუთი საკმარისია.

როგორც ჩანს, რუსული არმია საბჭოთა ეპოქის ტრადიციებს აგრძელებს. ცნობილია, რომ დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა მეომრები ფანერის ტანკებს აკეთებდნენ, რითაც გერმანული მზვერავი-თვითმფრინავების ყურადღებას იპყრობდნენ, რათა ნამდვილი ტექნიკა სხვა ადგილზე გადაეყვანათ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე