ავტორი:

ათონის მთაზე სულ მცირე 8 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა - სამონასტრო კომპლექსში მომლოცველების შესვლა აიკრძალა

ათონის მთაზე სულ მცირე 8 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა - სამონასტრო კომპლექსში მომლოცველების შესვლა აიკრძალა

ათონის მთაზე, რამდენიმე მონასტერში, კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ უცნობია, თუმცა, როგორც ბერძნული მედია წერს, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მხოლოდ ერთ, წმინდა პავლეს მონასტერში, ვირუსის სულ მცირე, 8 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები კი ბერები არიან.

წმინდა პავლეს მონასტერში კარანტინი გამოცხადდა. როგორც ბერძნული მედია წერს, ეს არ არის ერთადერთი ტაძარი ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ათონის მთაზე მომლოცველების ვიზიტი იკრძალება. ადგილზე ჩასვლას გეგმავენ ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა