ავტორი:

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“

მარკ ჩეპმენი, კაცი, რომელმაც ლეგენდარული მუსიკოსი, ჯონ ლენონი მოკლა, ლენონის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ BBC წერს.

გასულ თვეში მისი საქმის მოსმენა გაიმართა, რადგანაც მუსიკოსის მკვლელმა შეწყალება ითხოვა. მოსმენისას ჩეპმენმა თქვა, რომ როკ-ვარსკვლავი დიდების მოსახვეჭად მოკლა და რომ თავად სიკვდილით დასჯას იმსახურებს. ასევე დასძინა, რომ გამუდმებით ამ "სამარცხვინო ქმედების“ შესახებ ფიქრობს და იმისთვისაც მზადაა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაატაროს.

როც დანაშაული ჩაიდინა, ჩეპმენი 25 წლის იყო

"მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ბოდიში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს საკუთარი დიდების მოსაპოვებლად გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორის, სრულიად უდანაშაულოს მიმართ ჩაიდინოს.

ის ძალიან ცნობილი იყო. მე ის არ მომიკლავს თავისი ხასიათის გამო, არც იმის გამო, თუ როგორი ადამიანი იყო. ის იყო ხატი, ის დიდებული და ძალიან, ძალიან ცნობილი - მხოლოდ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. მე ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გაგიჟებით ვეძებდი დიდებას და ეგოისტი ვიყავი.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იყო უაღრესად ეგოისტური საქციელი. ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რომელიც მის ცოლს მივაყენე. ამაზე სულ ვფიქრობ“, - თქვა მოსმენისას ჩეპმენმა.

ჯონ ლენონი და იოკო ონო

1980 წელს ჩეპმენმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე ლენონს თავისსავე აპარტამენტის წინ, ოთხჯერ ესროლა. დანაშაულის ჩადენისას ჩეპმენი 25 წლის იყო, ახლა 65 წლისაა და როგორც ამბობენ, ღრმად მორწმუნე ადამიანია.

ლენონის მკვლელს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. შეწყალებაზე პირველი მოთხოვნის უფლება 2000 წელს მიიღო. მას შემდეგ 11-ჯერ მოითხოვა შეწყალება, თუმცა ყოველ ჯერზე უარი ეთქვა. ამბობს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ეკლესიაში იმსახურებს.

როგორც ცნობილია, მისი შეწყალების წინააღმდეგია ჯონ ლენონის ქვრივი, იოკო ონო, რომელიც მიიჩნევს, რომ მარკის გათავისუფლება მის ოჯახს საფრთხეს შეუქმნის. აღსანიშნავია, რომ შეწყალების მოთხოვნის უფლება ჩემპენს ორ წელიწადში კვლავ ექნება.

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა