ავტორი:

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.

სამზარეულოში თავად მოვამზადე "ნოვიჩოკი“ და თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალქესეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს, რითაც ის ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.

„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?