ირანმა სარაკეტო კატერების Serak-ისა და Zulfiqar-ის წარმოებაში ჩაშვების შესახებ ცნობა გაავრცელა. უკვე მზა კატერების პირველი ფოტოსურათები ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადასცეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ახმად ვაჰიდის თქმით, ახალ საბრძოლო გემები "ირანის ფლოტს კიდევ უფრო ძლევამოსილს გახდის".
Serak სწრაფმავალი საპატრულო გემია, რომლის კორპუსის კონსტრუქციაში მინაბოჭკო გამოიყენება. მეორე ახალი კატერი Zulfiqar კი ფრთოსანი რაკეტებით აღიჭურვება.
ბოლო დროს ირანმა შეიარაღების ახალი სახეობების შექმნა და გამოცდა გაააქტიურა და ამ მიმართულებით რამდენიმე ახალი საწარმოც შექმნა, სადაც რაკეტები და მოიერიშეები მზადდება. 22 აგვისტოს ირანმა სამამულო წარმოების პირველი უპილოტოს შექმნის შესახებაც განაცხადა.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.