ავტორი:

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, დააკავეს. ამის თაობაზე ambebi.ge-ს მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის თავადაც ელის, რომ მალე დააკავებენ.

"მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!.. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ დამნაშავეს დააფარონ ხელი... არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და დოკუმენტები. წყარო რატომ უნდა დააკავო, რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, ეს ფოტოები... ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ...“ - განაცხადა რამიშვილმა. მისი თქმით, ის პროკურატურაში გამოკითხვზე დაიბარეს და უწყებაში უკვე მივიდა.

ფურცხვანიძე საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე." როგორც ambebi.ge-მ გაარკვია, რამიშვილი საგამოძიებო უწყებაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო გულაშვილის საკითხზე დაიბარეს, შეგახსენებთ, რამიშვილი ამტკიცებდა, რომ გულაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ გადასცემდა ის თამარ ბაჩალიაშვილს ე.წ. ფლეშკებს და აძლევდა მითითებებს.

ჩვენი ინფორმაციით, ფურცხვანიძეს რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ. შეგახსენებთ, ის 30 სექტემბერს აშშ-ში გეგმავდა წასვლას.

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა