25 აგვისტოს ერაყში ტერაქტების სერია მოეწყო, რომელთა შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაიჭრა.
ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ავტომობილში მყოფმა ტეროტისტმა-თვითმკვლელმა თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ადგილზე სამ მეტრი დიამეტრის ორმო გაჩნდა და ახლომდებარე ორი შენობა დაზიანდა. 15 დაღუპულს შორის 6 პოლიციელი, 9 კი რიგითი მოქალაქეა. 58 დაშავებულთაგან უმეტესობა პოლიციელია.
ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ კუტში ტერორისტებმა საპასპორტო განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაღუპულია სულ ცოტა 15, ხოლო დაშავებულია 45-ზე მეტი ადამიანი.
კიდევ ერთი ტეროტისტული აქტი ქალაქის ცენტრში, ავტომაგისტრალზე განხორციელდა. პარკირებული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
დანაღმული ავტომობილი აფეთქდა მუკდადიიას დასახლებულ პუნქტშიც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ტერორისტებმა ავტომობილები ააფეთქეს ბასრაში, რამადსა და კარბელაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა ჰაიფას ქუჩაზე, ასევე კარადასა და ახმარიას რაიონებში. არიან დაშავებულები. გარდაცვლილთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა მათი მასშტაბებით თუ ვისმჯელებთ, ტერორისტებს აშკარად სურთ იმის თქმა, რომ ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გასვლით მათი პოზიციები უფრო მტკიცდება.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.