საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თქმით, მისი ქვეყანა ირანში ატომურ ელექტროსადგურ "ბუშერის" რეაქტორის ამოქმედებას მიესალმება.
"საფრანგეთი ატომური ელექტროენერგიტიკის განვითარებას, საერთაშორისო ნორმების მკაცრად დაცვის შემთხვევაში, მხარს უჭერს. ამრიგად, "ბუშერის" ამოქმედებას, რომელსაც საწვავს მთლიანად რუსეთი მიაწვდის, მიესალმება", - განაცხადა სარკოზიმ ელისეის სასახლეში.
რეაქტორის ამოქმედებამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ რუსეთიდან ირანისთვის საწვავის მიწოდება კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რათა ირანმა ატომური პროგრამის განხორციელებაზე უარი თქვას.
მშენებლობის დაწყებიდან 36 წლის შემდეგ, 21 აგვისტოს ”ბუშერის” ენერგობლოკის ფიზიკური ჩართვის პროცესი (რეაქტორში საწვავის გაშვება) დაიწყო. ფიზიკური ჩართვა ბირთვული სადგურის ენერგობლოკის ყველა სისტემის გამოცდის დასასრულს გულისხმობს. შემდეგი ეტაპი ენერგეტიკული ჩართვის სამზადისი იქნება, რასაც ელექტროენერგიის მიღება მოჰყვება.
დასავლეთში აქამდე გამოთქვამენ ეჭვს, რომ ირანი ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს საკუთარი ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც გამოიყენებს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.