მაკკეინი კონგრესის ”პრაიმერიზების” ტრიუმფატორია

მაკკეინი კონგრესის ”პრაიმერიზების” ტრიუმფატორია

24 აგვისტოს აშშ-ის 5 შტატში ”პრაიმერიზები”, ანუ წინასწარი არჩევნები ჩატარდა, რომლის დროს კონგრესის არჩევნებისთვის პარტიათა კანდიდატებს ავლენენ. ასევე განსაზღვრავენ შტატების გუბერნატორობის კანდიდატებს. მთავარი ტრიუმფატორი წინასწარ არჩევნებში ჯონ მაკკეინია - 73 წლის პოლიტიკოსი, რომელმაც ხმების 2/3 მოაგროვა და გამარჯვების ურყევი ნება დაადასტურა. 

მაკკეინმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ სენატში რესპუბლიკელების სახელით იყრიდა კენჭს, ბარაკ ობამასთან წაგებული საპრეზიდენტო კამპანიის დასრულებისთანავე განაცხადა.

პოლიტიკოსის გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყო, ამის  შესახებ წინასწარი არჩევნების დასრულებიდან ორ საათში შეიძლებოდა დაბეჯითებით საუბარი. მოქმედ სენატორს მხარი არიზონის შტატის რესპუბლიკელების 58,8 % -მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს, არიზონის შტატის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ წევრს ჯონ ჰეივორტს კი ხმათა 29,8% ერგო. 

საარჩევნო კამპანიის დროს მაკკეინი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა რესპუბლიკელთათვის ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსური დაწესებულებების გამოსყიდვა და ჯარში გეების სამსახური. 

კონკურენტთა ფინანსური რესურსებიც არათანაბარი იყო, ჰეივორტმა საარჩევნო კამპანიას მხოლოდ 3 მლნ დაახარჯა, მაკკეინმა კი 23 მლნ დოლარი. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა