"რუსი ჯაშუშის" ანა ჩაპმანის ერთ-ერთმა ფოტომ, რომელიც მან სოციალური ქსელის Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა, სკანდალი გამოიწვია.
პოპულარული ჟურნალი "ჟარა" სკანდალურად ცნობილ ანას სასამართლოში უჩივის. ამის მიზეზი ერთ-ერთი ფოტო გახდა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების 28 წლის თანამშრომელმა Facebook-ზე საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამით ანამ ჟურნალთან დადებული ექსკლუზიური შეთანხმების პირობები დაარღვია.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა LifeNews-მა გამოარკვია, ფოტო ჟურნალ "ჟარასთვის" მოსკოვის სასტუმრო "ბალჩუგში" ჩატარებული ფოტოსესიის დროს გადაიღეს.
"რუსი მატა ჰარის" გადაღებები იმ დღეს მიმდინარეობდა, როცა მოსკოვს მსახიობი ანჯელინა ჯოლი რუს ჯაშუშებზე გადაღებული ფილმით ესტუმრა. ჟურნალის პროდიუსერებმა ანა დილიდანვე სილამაზის სალონში წაიყვანეს, სადაც სტილისტმა მის გალამაზებას ორსაათნახევარი მოანდომა. გადაღებებისთვის ანამ ტანსაცმელი დამოუკიდებლად, პროფესიონალ იმიჯმეიკერთა დახმარების გარეშე შეარჩია.
როგორც "ჟარას" რედაქტორმა განაცხადა, ფოტოსურათების ჟურნალში პუბლიკაცია შემოდგომისთვის გადაიდო. თურმე, ანა თავადაც მოითხოვდა, რომ მისი არცერთი ფოტო ინტერნეტით, ან პრესაში წინასწარ არ გავრცელებულიყო. ჟურნალი ფოტოსერიასთან ერთად ანასთან ექსკლუზიურ ინტერვიუზეც თათბირობდა, თუმცა რუსეთის დაზვერვის სამსახურმა გოგონას ამის ნება არ დართო.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.