საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს პარიზის მერიიდან თანხების გაფლანგვა-მითვისებისთვის აღარ გაასამართლებენ. სამაგიეროდ ექს-პრეზიდენტს მერიისთვის 550 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ამასთან, მერიის სასარგებლოდ შირაკის პარტია, რომელსაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მიეკუთვნება, კომპენსაციის სახით 1,65 მლნ ევროს გაიღებს.
ჟაკ შირაკის წინააღმდეგ ძიება 2007 წელს დაიწყო, როდესაც პოლიტიკოსი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასა და 1977-1995 წლებში ჩადენილ სხვა კანონდარღვევებში დაადანაშაულეს. ამ წლებში შირაკი საფრანგეთის დედაქალაქის მერი იყო.
შირაკს პარიზში მუშაობისას დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანაპარტიელი მეგობრებისთვის თანხების უკანონო გამოყოფას მიაწერდნენ. საერთო ჯამში, საუბარი იყო ხაზინიდან 4,5 მლნ ევროს არამიზნობრივ გამოყენებაზე. იურისტთა თქმით, ექს-პრეზიდენტზე იმუნიტეტის კანონი არ ვრცელდება, რადგან საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ იყო. თავად პოლიტიკოსმა ბრალდებები არაერთგზის უარყო.
პარიზის მუნიციპალურმა საბჭომ, რომელიც კანონით დაზარალებულ მხარედ ითვლება, მოლაპარაკების თანახმად, შესაბამისი თანხის მიღების შედეგ ყოფილი პრეზიდენტის წინააღდეგ სარჩელი სასამართლოდან უკან უნდა გამოიხმოს.
მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.