ავტორი:

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას

თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ" აქცია გაიმართა. აქცია სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ გახსნა და ადგილზე შეკრებილი ამომრჩევლისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტიც შეასრულა.

მათ შორის იყო "თბილისოც", რომლის ნაწილი რუსულად იმღერა. ამის გამო ის სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. მოგვიანებით აღნიშნუთან დაკავშირება თავად კიკაბიძემ, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოალიანმაც გააკეთეს.

სცენაზე გამოვიდა ყველასთვის ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელმაც მისი რეპერტუარიდან რამდენიმე ჰიტი შეასრულა და ნიკა მელიასთან ერთადაც აცეკვდა.

"საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ასეთი აპლოდისმენტებისთვის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ ველი ამ საოცარ აპლოდისმენტებს. როდესაც რაღაცას ქმნი, გიხარია, რომ ტაშს გიკრავენ. აქ გამომსვლელები სხვა ამბავში მუშაობენ, ჩვენ სხვა ამბავში, მაგრამ საერთო ერთია, ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენ ხალხს, თქვენ, ჩვენ სამშობლოს და იმას რასაც სიკეთე და სიყვარული ჰქვია“ - აღნიშნა აქციაზე მერაბ სეფაშვილმა.

მომღერლის გამოსვლას სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ სეფაშვილი ყოველთვის მოიაზრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის სცენაზე მომღერლის გამოჩენა.

"მერაბ, შენი სიმღერები გვიყვარს და ნუ მოგვევლინები რომელიმე პარტიის მხარდამჭერად! შენ ხარ საქართველოს უნიჭიერესი შვილი, ტალანტი, ბულბული და გთხოვ, ასეთად დარჩი ბოლომდე. პოლიტიკა ბინძური საქმეა!"

"მომღერლობა არ ნიშნავს დიდად ჭკუათმყოფელობას, ნურც გმირად გამოიყვანთ და ბევრიც არ მოეთხოვება დააღო პირი, მიიღო თანხა და კიდევ 4 წელი მოკეტავს"

"სირცხვილი შენ ქართველო, რომელიც ამ მკვლელებს გვერდით უდგერხართ და რუსული სიმღერებით ტკბებით!"

"მერაბ გაიხარე დიდება შენ, დიდება საქართველოს, დიდება ნაციონალურ მოძრაობას და დიდება მიშა სააკაშვილს, 5555555555 გავიმარჯვებთ აუცილებლად..."

"ეს სად მიდის არჩევნების მერე, კიდევ თავის მართლებას დაიწყებს? თქვენც და თქვენი სიმღერაც...!! ადრე უმღერა "ჩემი გმირი გიწოდე"-ო და ახლა "შენ ახლა შორს ხარო"

"ქართველებო გულში გეხუტებით, ქართველის ყოველთვის მჯეროდა და მჯერავს, არავის დაამცირებიებს და დააჩაგვრიებს თავს, ბიძინას ფულის დედაც, სადაც რწმენა და ღირსება გააჩნია ქართველ ერს. სიყვარულმა მოიყვანა ამდენი ხალხი. საქართველოს გაუმარჯოს."

"ერთიდაიგივე შეცდომას ორჯერ რომ დაუშვებ ეს შეცდომა არაა.ესე იგი გულშემატკივარია..."

"რატომ არ გამოვა აქციაზე მერაბ სეფიაშვილი მაგის შვილს 100000 დოლარი გადაურიცხა მიშამ როდესაც საცოდავ ოჯახებს უზარმაზარ ჯარიმების აწერდნენ“

"რას ქვია მომღერალია და ყველგან უფლება აქვს იმღეროს. ეს პარტია და ის პარტია რა ქვია ხალხნო. როდის იყო ასეთი მდგომარეობა ადრე?! ასეთი დაყოფა?!“

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან პურის ფული შემოაკლდათ“

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე