ფიდელ კასტრო ირწმუნება, რომ ბენ ლადენი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტია

ფიდელ კასტრო ირწმუნება, რომ ბენ ლადენი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტია

კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს თქმით, ტერორისტული ქსელის "ალ ქაიდას" მეთაური უსამა ბენ ლადენი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტია.

კასტრო ირწმუნება, რომ ბენ ლადენი ამერიკის სპეცსამსახურების მიერ იყო დაქირავებული და ყურადღებას მაშინ იპყრობდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს "შიშის დათესვა და ხმამაღალი განცხადებების კეთება სჭირდებოდა".

"ბენ ლადენი ჯორჯ ბუშს არასდროს ღალატობდა. ის მისი ხელქვეითი იყო", - გამოთქვა თავის მოსაზრება კუბელმა რევოლუციონერმა.

კასტროს თქმით, მის ვერსიას ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტებიც ამყარებენ, რომლებიც საიტ WIKILEAKS-ზე გამოქვეყნდა. "აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ბენ ლადენი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტი იყო", - განაცხადა ფიდელმა, თუმცა დეტალები არ განუმარტავს.

მხცოვანი კუბელი ლიდერი ბოლო დროს არაერთი პროვოკაციული შინაარსის განცხადებით გამოირჩევა. ახლახან ის ირწმუნებოდა, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადია მსოფლიო ომის გამო ჩაიშლებოდა. მუნდიალის მშვიდობით დასრულების შემდეგ, არასწორი პროგნოზისთვის კასტროს მობოდიშება მოუხდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა