მაიკლ ჯექსონის შვილები სკოლაში პირველად წავიდნენ

მაიკლ ჯექსონის შვილები სკოლაში პირველად წავიდნენ

პოპ-მომღერლის მაიკლ ჯექსონის ორი უფროსი შვილი - 12 წლის პერისი და 13 წლის პრინს მაიკლი სკოლაში სწავლას ახლა იწყებენ. გარდაცვლილი "პოპ-მუსიკის მეფის" ვაჟმა და გოგონამ კალიფორნიის კერძო სკოლაში წელს პირველად შეაბიჯეს.

ბავშვების სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება ბებიამ - კეტრინ ჯექსონმა მიიღო, რომელიც გარდაცვლილი პოპ-მომღერლის ბავშვების აღზრდითაა დაკავებული. ჯექსონის უმცროსი ვაჟი - 8 წლის პრინს მაიკლ II, რომელიც ბლანკეტის სახელითაა ცნობილი, გაკვეთილებს ჯერაც არ ესწრება და მხოლოდ შინ ემზადება.

ჯექსონის სიცოცხლეში მის სამ შვილს სკოლაში არასდროს უვლიათ, რადგან მამა შვილების საზოგადოების ყურადღებისგან დაცვას ცდილობდა. შედეგად პერისი, პრინს მაიკლი და ბლანკეტი მხოლოდ შინ, მამის მეთვალყურეობით მეცადინეობდნენ.

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ბებიას გადაეცა. სკოლა Buckley-ში, სადაც კეტრინ ჯექსონმა ბავშვები მიიყვანა, თავის დროზე პერისი და ნიკი ჰილტონები, ალისია მილანო და სხვა ცნობილი სახეები სწავლობდნენ.

მომზადებულია TMZ.com-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა