ავტორი:

"ამომრჩეველმა დასაჯა "ოცნება" იმ უკანონობისთვის, რაც მელიას მიმართ განახორციელა, 2003 წლის შემდეგ პირველად მეც "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მივცემდი ხმას" - თინა ხიდაშელი

"ამომრჩეველმა დასაჯა "ოცნება" იმ უკანონობისთვის, რაც მელიას მიმართ განახორციელა, 2003 წლის შემდეგ პირველად მეც "ნაცმოძრაობის" კანდიდატს მივცემდი ხმას" - თინა ხიდაშელი

მე რომ ვყოფილიყავი გლდანის ამომრჩეველი, 2003 წლის შემდეგ პირველად, 17 წლის თავზე, ხმას მივცემდი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიას,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ „ქართული ოცნება“ დასაჯა იმ არაკონსტიტუციური ქმედებისთვის, რომელიც მათ ნიკა მელიას წინააღმდეგ განახორციელეს.

„მე, ადამიანი, რომელიც არც ერთი წამით არასოდეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში არც ერთ არჩევნებზე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი კანდიდატის გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, ვგულშემატკივრობდი ნიკა მელიას იმიტომ, რომ იმ აბსოლუტური უსამართლობისთვის, არაკონსტიტუციური ქმედებითვის, რაც მის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ჩაიდინა, ისინი უნდა დასჯილიყვნენ და ძალიან მიხარია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა დასაჯა „ქართული ოცნება“ იმ უკანონობისთვის, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ განხორციელდა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მან ყურადღება მთავრობის დაკომპლექტების პროცესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობის საწყის ეტაპზე მთავრობას „ქართული ოცნება დააკომპლექტებს, თუმცა ეს რეალობა მალე შეიცვლება.

მისივე განმარტებით, ის კონფიგურაცია, რომლითაც მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, ცოტა ხანს შენარჩუნდება და პარლამენტში მნიშვნელოვან გადანაცვლებებს უნდა ველოდოთ. თინა ხიდაშელმა არ გამორიცხა, რომ „ქართულ ოცნებას“ დეპუტატები კვლავ დატოვებენ და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ისეთი მიზიდულობის ცენტრების ირგვლივ გაერთიანდებიან, როგორიც „ლელო“, ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე არიან.

„გარწმუნებთ, რომ ის კონფიგურაცია, რომელიც პირველ სხდომაზე იქნება, ძალიან ცოტა ხანს შენარჩუნდება და პარლამენტში ძალიან დიდი სატრანსფერო პერიოდი დაიწყება, ვინაიდან, შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“, ვუყურებ რა მათ საარჩევნო სიას, თავისი წევრების ერთი ნაწილი მაინც შეინარჩუნოს იმ ტიპის მრავალპარტიულობაშიც კი, რომელიც მივიღეთ პარლამენტში. მცირე იქნება ოპოზიციური ალტერნატიული პოლიტიკური ძალების მონაწილეობა, მაგრამ ისინი ძალიან ხმამაღალ სიტყვას იტყვიან და აუცილებლად მოხდება ახალი გადანაწილება ამ პარლამენტში.

ერთი განსხვავება იქნება მოქმედ პარლამენტსა და ახლა რომ უნდა შეიკრიბოს იმ პარლამენტს შორის, მოქმედ პარლამენტში არ არსებობდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, არ არსებობდა პოლიტიკური კონცენტრაციის ადგილი. ამ პარლამენტში ასეთი ადგილი იქნება წარმოდგენილი „ლელოს“ სახით. ამასთანავე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის წევრები გახდებიან თბილისში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატები ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე და ამ ადამიანების სახით გაჩნდება პარლამენტში მიზიდულობის ცენტრი, სადაც უკვე შესაძლებლობა გაჩნდება არა უბრალოდ იმის, რომ „ქართული ოცნებიდან“ წავიდნენ დეპუტატები, არამედ იმის, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისთვის ეს გახდეს საყრდენი შემდეგი მთავარი რეალური ალტერნატიული ძალის ფორმირებისთვის,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ტრაგიკულ 25 თებერვალს იხსენებენ და კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ

"თუ კალაძე ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას" - რა განაცხადა კალაძემ და რას პასუხობს მას უგულავა?