იტალიაში ვიზიტისას ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობამ ისლამი უნდა მიიღონ. ამის შესახებ იტალიური გაზეთი ”Coriere della Sera” იტყობინება.
გასულ კვირას კადაფი რომში 500-მდე ახალგაზრდა ქალბატონის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ "ისლამი მთელი ევროპის რელიგია უნდა გახდეს".
"ისლამი მთელი ევროპის რელიგია გახდება, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დაიწყოს: მიიღეთ ისლამი, ჭეშმარიტი რელიგია", - კადაფის სიტყვებს გაზეთი "La Repubblica" უკეთებს ციტირებას.
40-წლიანი კარიერის მანძილზე ლიბიის ლიდერი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ისლამის ინტეგრალიზმი სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა მორიგი თეოლოგიური გაკვეთილის ჩატარება მან მაინც გადაწყვიტა. კადაფიმ დიდხანს ისაუბრა იმის შესახებ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ისლამის გავლენის სფეროს კიდევ უფრო გააფართოვებს.
მომზადებულია corriere.it-ის მიხედვით.