პუტინი: "სრული ყბედობაა, თითქოს მე ქვეყნის მართვას განვაგრძობ"

პუტინი: "სრული ყბედობაა, თითქოს მე ქვეყნის მართვას განვაგრძობ"

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მასმედიით გამოქვეყნებულ ყველა პუბლიკაციას, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ის ქვეყნის მართვას ძველებურად განაგრძობს, ყბედობა უწოდა. "ეს სრული ყბედობაა, რომ მე ქვეყნის მართვას განვაგრძობ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან სადილობისას.

პუტინმა განმარტა, რომ ის შიდა პრობლემებით არის დაკავებული. "მომბეზრდა საგარეო პოლიტიკა, ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ საგარეო პოლიტიკა იმდენად არის მტკიცე, რამდენადაც - შიდა პოლიტიკა. დიმიტრი ანატოლიჩი თავის საქმეს ხარისხიანად აკეთებს. რატომ უნდა ჩავერიო მის საქმეში? ვერ ვხედავ ვერაფერს, რაიმე საფრთხეს რომ შეიცავდეს", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

"მე შემიძლია დავურეკო მას, მას კი - მე, ჩვენ ხშირად ვართ ერთად, სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს. თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის ის იღებს", - აღნიშნა პუტინმა.

"რაც შეეხება საზღვარგარეთ გამგზავრებას, როდესაც საქმე ეკონომიკურ საკითხებს ეხება, მაშინ მე მივემგზავრები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის პრეროგატივაა", - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა.

მომზადებულია itar-tass-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა