მინსკში "მოლოტოვის კოქტეილით" რუსეთის საელჩოს ავტომობილი ააფეთქეს

მინსკში "მოლოტოვის კოქტეილით" რუსეთის საელჩოს ავტომობილი ააფეთქეს

მინსკში, გვიან ღამით, რუსეთის ფედერაციის საელჩოს სიახლოვეს უცნობმა ბოროტმოქმედმა ”მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა. თვითმხილველის ცნობით, ბოთლი საელჩოს სამსახურებრივ ავტომობილს მოხვდა, უკანა მინა ჩაამსხვრია და სალონში აალდა. შედეგად ავტომობილი მთლიანად დაიწვა.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს დაცვის სამსახურმა ბელორუსის სამართალდამცველ ორგანოებს აცნობა, რომელთაც ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა არც უარყვეს. შემთხვევის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს.

მომზადებულია telegraf.by-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა