ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ბაღდადში ჩავიდა

ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი ბაღდადში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა, იტყობინება სააგენტო "ფრანს პრესი".

"ის ჩამოვიდა", - დაუდასტურა ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა, თუმცა ვიზიტის დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბაიდენის ვიზიტი ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისიის ოფიციალურ დასასრულს უკავშირდება.

სააგენტო "ასოშიეითიდ პრესის" ინფორმაციით, დღეს დილით ჯო ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკს შეხვდება, რათა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების საკითხები განიხილოს.

გასულ შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსახლეობისადმი თავის ყოველკვირეულ რადიო და ინტერნეტ-მიმართვაში განაცხადა, რომ ერაყში აშშ-ის ოპერაციების საბრძოლო ფაზა ოფიციალურად სამშაბათს დასრულდებოდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები 2011 წლის ბოლოსთვის სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა