Forbes-მა ჰოლივუდისთვის ყველაზე მომგებიანი მსახიობები დაასახელა

Forbes-მა ჰოლივუდისთვის ყველაზე მომგებიანი მსახიობები დაასახელა

ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ჰოლივუდისთვის ყველაზე მომგებიან მსახიობად შაია ლაბეფი აღიარეს. "ტრანსფორმერებისა" და "ინდიანა ჯონსი 4"-ის ვარსკვლავზე დახარჯულ ყოველ დოლარს, საშუალოდ, 81 დოლარის მოგება მოაქვს.

ჟურნალის სპეციალისტებმა ამ ნუსხის  შესადგენად ჰოლივუდის 36 რჩეული ვარსკვლავი შეარჩიეს და დაიანგარიშეს, რა მოგება მოუტანა მათმა მონაწილეობამ ფილმებს. ანგარიშში გათვალისწინებული იყო მსახიობთა ჰონორარიც.

აღსანიშნავია, რომ შაია ლაბეფი ამ რეიტინგში უკვე მეორე წელია ლიდერობს. სიაში მომდევნოა ენ ჰეტეუეი, რომლის წყალობით, სტუდიამ 6400%-იანი მოგება ნახა. მისი მონაწილეობით ფილმებს "ალისა  საოცრებათა ქვეყანაში" და "პატარძლების ომი” დიდი ფინანსური წარმატება ხვდათ.

რეიტინგში მესამე პოზიციაზეა ჰარი პოტერის სათავგადასავლო სერიალის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი, რომელსაც ყოველ დოლარ ინვესტიციაზე 41 დოლარი მოგება მოაქვს. ლიდერთა ხუთეულში არიან რობერტ დაუნი-უმცროსი (33 დოლარი) და კეიტ ბლანშეტი (27 დოლარი). 

ახლახანს ჟურნალმა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაც გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში სანდრა ბალოკი აღმოჩნდა, რომელმაც მარტო ბოლო ორ ფილმში 56 მლნ დოლარი მიიღო.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება