ირანის საგარეო უწყებამ სამთავრობო გაზეთი, რომელმაც კარლა ბრუნის "მეძავი" უწოდა, მსუბუქად გალანძღა

ირანის საგარეო უწყებამ სამთავრობო გაზეთი, რომელმაც კარლა ბრუნის "მეძავი" უწოდა, მსუბუქად გალანძღა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო გაზეთი Kayhan-ი იმის გამო გააკრიტიკა, რომ საგაზეთო სტატიაში საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს - კარლა ბრუნი-სარკოზის "მეძავი" უწოდეს. კარლა ბრუნი 43 წლის ირანელ ქალს, ორი შვილის დედას გამოექომაგა, რომელსაც მეუღლის ღალატის გამო სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეხმანპარასტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა უცხოეთის ქვეყნების ხელმძღვანელ პირებსა და მათი გარემოცვის წევრებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. "ვიმედოვნებ ამიერიდან მასმედიის წარმომადგენლები უფრო ყურადღებით იქნებიან. შესაძლოა რომელიმე ქვეყნის მტრული პოლიტიკა გააკრიტიკო, უცხოელ ხელმძღვანელთა ქმედებების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ მათთვის შეურაცხყოფის მიყენება არ არის საჭირო. ეს არაკორექტულია", - განაცხადა მან.

საფრანგეთის პირველმა ლედიმ კარლა ბრუნიმ და ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა იზაბელა აჯანიმ ირანის ხელისუფლებას საკინეჰ მოჰამედი აშტიანის განაჩენის შეცვლისა და მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. მას ქმრის ღალატისთვის ქვით ჩაქოლვა ემუქრება.

შეურაცხყოფა, რომელიც საფრანგეთის პირველ ლედის პრესამ მიაყენა, გაზეთის სათაურშივე იკითხებოდა: "ფრანგი მეძავები უფლებათადამცველთა ატეხილ აურზაურს უერთდებიან".

"ბრუნი მომღერალი და გარყვნილი მსახიობია, რომელმაც სარკოზების ოჯახის დანგრევა გაბედა და საფრანგეთის პრეზიდენტს ცოლად გაჰყვა. მან გავრცელებული ხმებით, მომღერალთან სასიყვარულო კავშირები გააბა და ახლა საკინეჰ მოჰამადის იცავს და განაჩენის უსამართლობის შესახებ საუბრობს", - აღნიშნული იყო სტატიაში. 

გაზეთის კვალდაკვალ საფრანგეთის პირველი ლედი სამთავრობო საინფორმაციო ვებ-საიტმა www.inn.ir-მაც გააკრიტიკა და მას "მეუღლის მოღალატე უწოდა". ვებ-საიტი წერდა, რომ ამ "ამორალური ქალბატონის" საქციელი შესანიშნავად მიანიშნებს იმას, თუ რატომ იცავდა ის ირანელ ქალს, რომელსაც მეუღლის ღალატსა და მისი მკვლელობის თანამზრახველობაში ედებოდა ბრალი.

ელისეის სასახლეს შეურაცხყოფაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სარკოზების ოჯახთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, ეს კარლასთვის ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა