აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში საბრძოლო ქმედებების დასრულება ოფიციალურად გამოაცხადა. "საბრძოლო ქმედებები ერაყში დასრულდა", - განაცხადა ობამამ ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების ერაყიდან გამოსვლას მიეძღვნა.
"ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" დასულდა და ერაყელი ხალხი ახლა საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს".
ობამას თქმით, "ყველა ამერიკელისთვის ეს ფაქტი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ბედის შემოქმედნი ვართ. ის ასევე სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ არ დათმობს საკუთარ ლიდერობას ახალ ასწლეულში".
"აშშ-მა დიდი საფასური გადაიხადა რწმენაში, რომ ერაყის მომავალი მისი ხალხის ხელშია. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ, ახლა ახალი გვერდის გადაშლის დროა".
აშშ-ის არმიამ უკვე დაასრულა ერაყში სამხედრო ოპერაციები. 19 აგვისტოს ერაყიდან ბოლო ამერიკული საბრძოლო ქვედანაყოფი გამოიყვანეს. ქვეყანაში 50 ათასი ამერიკელი სამხედრო რჩება, რომელთა მიზანი ერაყის არმიის გაწვრთნა და დიპლომატიური მისიების დაცვაა.
მომზადებულია itar-tass-ის მიხედვით.