დღეს ბესლანის ტრაგედიის ექვსი წლისთავია

დღეს ბესლანის ტრაგედიის ექვსი წლისთავია

1 სექტემბერს ბესლანში, საშუალო სკოლაში განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. სკოლის ეზოში 2 ათასამდე ადამიანი, მათ შორის დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

სამგლოვიარო ღონისძიება 9:15-ზე ზარის დარეკვით დაიწყო. 2004 წელს შეიარაღებულ ტერორისტთა ჯგუფი სკოლაში ზუსტად ამ დროს შეიჭრა. სკოლის სპორტდარბაზში, სადაც ბოევიკებს მძევლები სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებულნი, დაღუპული ბავშვების, სპეცრაზმელებისა და მაშველების ფოტოები გამოიფინა.

სამგლოვიარო ღონისძიების მსვლელობისას სკოლის სიახლოვეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. დაღუპულთა ფოტოებთან ყვავილების მიტანის მსურველები სკოლის ტერიტორიაზე შეშვებამდე მეტალოდეტექტორზე მოწმდებიან. ასევე ახლომახლო ქუჩებზე სამართალდამცველთა დამატებითი პოსტებია განთავსებული.

ტერაქტის შედეგად ბოევიკებმა 1200 ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაატყვევეს. სამართალდამცველთა შტურმის შედეგად 330 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 180 ბავშვი. ბოევიკთაგან ცოცხლად მხოლოდ ერთის - ნურპაშ კულაევის შეპყრობა მოხერხდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა