კუბის სახელმწიფო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ჰომოსექსუალისტების დევნაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
ინტერვიუში, რომელიც 84 წლის კუბელმა ლიდერმა მექსიკურ გაზეთ Jornada-ს მისცა, აღიარა, რომ გეების მიმართ ხშირად უსამართლო პოლიტიკას ატარებდა.
"თუ ვინმე ამაზე პასუხისმგებელია, ეს მე ვარ", - განაცხადა კასტრომ.
1960-იან და 70-იან წლებში გეებს კუბაში მასობრივად ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, სვამდნენ ციხეში და ასევე "აღსაზრდელად" სპეციალურ ბანაკებში აგზავნინდნენ.
კასტროს თქმით, კუბაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები შავკანიან მოსახლეობასა და ქალებთან ერთად, ტრადიციულად დისკრიმინაციაში იყვნენ.
1979 წელს ჰომოსექსუალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა გაუქმდა. მას შემდეგ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება რამდენჯერმე სცადეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.