ალბანეთის პრეზიდენტმა ბამირ ტოპიმ ჩინეთს სერბეთის სამხრეთ ნაწილის, კოსოვოს აღიარებისკენ მოუწოდა.
ამ შინაარსის წინადადებებით ალბანეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციას ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ შეხვედრაზე მიმართეს.
ტოპიმ ჩინურ დელეგაციას ის მხარდაჭერა შეახსენა, რომელიც ალბანეთმა პეკინს გაეროს უშიშროების საბჭოში სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებაში აღმოუჩინა. სანაცვლოდ პრეზიდენტმა ჩინეთს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. ალბანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩინეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, "აღნიშნულ საკითხში კონსტრუქციული და გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია".
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს ალბანურმა ხელისუფლებამ, აშშ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დროისთვის თვითგამოცხადებული სახელმწიფო გაეროს 192 წევრი ქვეყნიდან 69-მ აღიარა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა არაერთგზის განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარებას არ აპირებს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.