ავტორი:

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად, პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მთიან ყარაბაღში ჩავიდა, საიდანაც ბოლო დღეებია აქტიურად გვიზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

აზერბაიჯანის პირველი პირები ფეზულში, ჯებრაილსა და აღდამში იმყოფებოდნენ. მათ ისტორიული ნაგებობები მოინახულეს და ფოტოები გადაიღეს.

"აღდამიდან ილჰამ ალიევმა კიდევ ერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

"ის, ვინც 44 დღის განმავლობაში მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა თურქეთის რესპუბლიკა, ჩემი ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნის ლიდერები იყვნენ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწიეთ ერთიანობით, მონდომებით, მტკიცე განზრახვითა და სიძლიერით ”, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა.

”აღდამი სომხეთის ბოროტმოქმედების მოწმეა. ჩვენ აღვადგენთ ქალაქ აღდამს, აღვადგენთ ყველა სოფელს. დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს, ოფიცრებს, აღდამი ჩვენია, ყარაბაღი აზერბაიჯანია,“- განაცხადა ალიევმა.

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა