პლასიდო დომინგოს ფავორიტი ქართველი მომღერალი

პლასიდო დომინგოს ფავორიტი ქართველი მომღერალი

პლასიდო დომინგოს ფავორიტი და მისი სახელობის კონკურსის გამარჯვებული ქართველი ქეთი ქემოკლიძეა, რომელიც წარმატებით მღერის მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე. ქეთი ამჟამად თბილისში იმყოფება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ.

- ქეთი, ერთ-ერთ გადაცემაში თქვი, რომ როცა საზღვარგარეთ მიდიოდი სასწავლებლად, სხვადასხვა სპონსორს მიმართე და ყველა გეუბნებოდა, რა დროს სიმღერააო, შენ კი გემღერებოდა...

- მართლაც ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელი იდგა, რატომღაც არ გამოიძებნა ადამიანი, რომელიც ამას დააფინანსებდა. ხუთი მომღერალი გავემგზავრეთ, რომლებიც მუსიკალური საზოგადოებისთვის ცნობილები ვიყავით, თუმცა არა ფართო საზოგადოებისთვის, ალბათ სწორედ ამიტომ არ გვქონდა მათი ნდობა, ვისთანაც დაფინანსების სათხოვნელად მივდიოდით. საბედნიეროდ, ბავშვობის ოცნება ავიხდინე და დღეს ვმღერი.

თუმცა მეორე პროფესიაც მაქვს, შეიძლება ითქვას, პირველიც, რადგან საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე უფრო ადრე ჩავაბარე, ვიდრე კონსერვატორიაში. მაგისტრატურაშიც ვსწავლობდი და 2005 წელს სპეციალურად დავბრუნდი, რომ მაგისტრატურის გამოცდები ჩამებარებინა და სწავლა დამესრულებინა. ბავშვობიდან მქონდა მათემატიკის ნიჭი და მიუხედავად იმისა, რომ ვოკალში ვემზადებოდი, სკოლის დასრულების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი ვიყავი და ჩემი პროფესიით მიმუშავია, თუმცა საბოლოოდ ჩემი ცხოვრება სიმღერას დაუკავშირდა.

როცა 2004 წელს სხვებთან ერთად საზღვარგარეთ გავემგზავრე კონკურსზე, იქ ჟიურიში ლა-სკალას იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი იჯდა და რამდენიმე ადამიანი დაგვიბარა, ლა-სკალას აკადემიაში უგამოცდოდ ჩარიცხვა შემოგვთავაზა. საბედნიეროდ, იქ სამი ურთულესი ტურის გავლის გარეშე მოვხვდი და ორი წელი ვსწავლობდი.

- რა სამი ეტაპის გავლა უწევთ ლა-სკალას აკადემიაში ჩაბარების მსურველებს?

- მოწმდება ვოკალი, ტექნიკა და სცენურობა, სამსახიობო ნიჭი. ათასობით ადამიანია ჩაბარების მსურველი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ათი რჩება.

- ოპერის სცენაზე მოსახვედრად ვოკალის გარდა გარეგნობაც საჭიროა?

- ის, რაც ჩამოვთვალე, პირველ ადგილზეა, თუმცა ბოლო დროს ყურადღება ექცევა გარეგნობასაც. 200-კილოიანი მომღერლებისთვის ძნელია ოპერის სცენაზე მოხვედრა და როლების მორგება, ამიტომ ახლა უკვე ყველა ცდილობს ფორმის შენარჩუნებას.

- შენი გარეგნობის გამო ვიცი, რომ ხშირად გთავაზობენ კარმენის როლს.

- მიყვარს ეს როლი, მართლაც გამორჩეულია, თუმცა ვცდილობ, თავი ავარიდო. ბევრი სხვა საინტერესო როლიც არსებობს და მინდა, რეპერტუარი გავამდიდრო. როცა კარმენით იწყებ, მერე სხვა როლების მოპოვება ჭირს. მინდა, სხვა არანაკლებ საინტერესო როლები არ დამრჩნენ "გულნატკენი" (იცინის).

- საოცნებო როლი გაქვს?

- "აიდადან" ამნერისის როლი, რომელსიც ათი წელი უნდა ველოდო, რადგან 35 წელს ზევით მომღერლები ასრულებენ, უფრო ახალგაზრდასთვის არ არის.

- ქეთი, არის ინტრიგები შენს სფეროში?

- ხუთი წელია საზღვარგარეთ ვარ, აქედან სამი წელი აქტიურად ვმუშაობ, გამოვდივარ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. ინტრიგები, რასაკვირველია, არის და ხელოვნების სფეროში ეს უფრო შესამჩნევია, რადგან ხელოვანები ინტრიგებს უფრო მეტად განიცდიან. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო ინტრიგებს და შევინარჩუნო სიმშვიდე, რასაც აფასებენ. ინტრიგებში ჩართვა და სხვების განკითხვა არ არის სასარგებლო. ჩემს თაობაში ასეთი რამ ნაკლებად ხდება, მაგრამ ძველი თაობის მომღერლებისგან გამიგია, რომ შეიძლება სცენაზე გასვლის წინ უცბად კოსტიუმი არ დახვედროდათ. მომღერალს ყოველთვის ბევრი საფიქრალი აქვს, როცა როლისთვის ემზადება, სცენაზე უნდა გავიდეს, შეიძლება, ელემენტარულმა რაღაცამ მოუშალოს ნერვები. მე ვცდილობ, ასეთ რაღაცებზე არ ვიფიქრო და ჩემი საქმეებით დავკავდე.

- ქეთი, ცხოვრება ჩემოდნებზე გიწევს?

- შეიძლება ასე ითქვას. მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გარეშე უკვე ვერ წარმომიდგენია. ხშირად დავდივარ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამის მიუხედავად დღემდე ძალიან ცუდი ორიენტაცია მაქვს. ადრე რუკით დავდიოდი, ახლა მობილური ტელეფონის "ჯიპიარესი" მეხმარება, რომელიც მკარნახობს საით უნდა წავიდე. შეიძლება, ერთი კვირა ვიარო თეატრში და მეორე კვირის დასაწყისში მაინც ვერ მივაგნო, გზა ამებნას და დავიკარგო. ასეთი რამ ხშირად დამმართნია, ამიტომ ყოველთვის მეგზური მჭირდება, თუნდაც მობილურის სახით.

- ალბათ რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება.

- ძალიან და თავიდან გამიჭირდა, მენატრებოდა ჩემი ქვეყანა და ახლობლები. ახლა უკვე მივეჩვიე, საქართველო მაინც მენატრება, მაგრამ იქაურობასაც შევეჩვიე ნელ-ნელა.

- ვიცი, რომ გათხოვილი ხარ...

- შარშან გავთხოვდი, ჩემი რჩეული ქართველია, სანდრო შელეგია. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, ჩემი დეიდაშვილის მეგობარია, მაგრამ ბარსელონაში დავახლოვდით, როცა მე იქ ვმღეროდი, სანდრო კი სწავლობდა. დამეხმარა ბინის მოძებნაში, დადიოდა ჩემს სპექტაკლებზე, თანდათან დავმეგობრდით, დავახლოვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი.

- მოკლედ, შემოგეპარა ნელ-ნელა...

- ვინ ვის შემოეპარა, არ ვიცი. მგონი, მე უფრო ადრე შემიყვარდა (იცინის). ქორწილი თბილისში გვქონდა, უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა. ტრადიციული ქორწილი გავმართეთ, გვინდოდა მათი გაკვირვება და მოვახერხეთ კიდეც. მამაჩემის დაწურული ღვინო გასინჯეს და ქართული კერძები, თუმცა იმდენი მიირთვეს, რომ ბოლოს ცუდად გახდნენ (იცინის).

- ქეთი, რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ძალიან. არ მიყვარს არც ემოციების დამალვა და არც სხვა რამის. თუმცა უარყოფით ემოციებს იშვიათად ვამჟღავნებ, არ მიყვარს, როცა სხვებს საკუთარ პრობლემებს თავს ვახვევ.

- არც მეუღლეს ეუბნები?

- თუ ცუდად ვარ, არავინ არის ვალდებული, მომისმინოს, ზოგჯერ მიზეზის გარეშე თუ ვარ ცუდ ხასიათზე, მეუღლეს არ ვეუბნები, თუ მიზეზი მაქვს, მაშინ კი (იღიმება).

- ქეთი, მინდა გკითხო ფეხბურთელ ჯან ლუიჯი ბუფონიზე, რომელიც შენით არის აღფრთოვანებული.

- ამაზე უკვე ბევრჯერ დაიწერა. ბუფონი დაესწრო ჩემს სპექტაკლს ქალაქ ტურინში, რომელიც, როგორც გავიგე, მისი მშობლიური ქალაქი ყოფილა. სპექტაკლის მერე მოსალოცად მოვიდა და ერთობლივი ფოტოც გადავიღეთ. საერთოდ, უცხოეთში ყველა ცნობილი ადამიანი ცდილობს, აჰყვეს კარგ ტონს და იაროს ოპერაში, წაიყვანოს თავისი შვილები. სამწუხაროდ, ასეთი კარგი ტონი საქართველოში ჯერჯერობით ვერ დაინერგა.

- ძვირია ოპერის ბილეთები?

- გააჩნია პრემიერაა თუ არა, სად არის გამოსვლა. მაგალითად, შეგიძლიათ სამ ევროდ ფეხზე დასადგომი ბილეთი შეიძინოთ და მოხვდეთ ოპერაში, თუმცა მე, მაგალითად, გამოვსულვარ დარბაზში, სადაც მოხვედრა ათასი ევრო ღირდა.

- ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?

- ეკონომიკური კრიზისი ამ ბიზნესსაც დაეტყო, თუმცა რასაკვირველია, ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული ხელფასები.

- საქართველოში გამოსვლისთვის რამდენს იღებ?

- ბევრჯერ გამოვსულვარ აქ და ჯერჯერობით ჰონორარი საერთოდ არ ამიღია. ასე ხდება ხოლმე, არც შემოუთავაზებიათ, მე კი ჩემს ქვეყანაში გამოსვლა ყოველთვის მიხარია და ყოველთვის ვთანხმდები. ვიცი, რომ ჰონორარის გადახდის საშუალება არ არის, თუმცა თუ იქნება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ანაზღაურების მიღება შენს საქმეში პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ნიშანია.

რაც შეეხება საქართველოში გამოსვლებს, საბედნიეროდ, არც ახლა მაკლია და არც მაშინ მაკლდა, როცა აქ ვცხოვრობდი. თითქმის ყველა ცნობილ ორკესტრთან მიმღერია. ასე რომ, როცა უცხოეთში გავემგზავრე, ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა მიღებული. ხშირად მიმღერია ბათუმის ოპერაში. ახლაც მიწვევენ სხვადასხვა ფესტივალზე, ბოლოს ლადო ათანელის ფონდის პრეზენტაციაზე ვიმღერე. მასთან დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა მაკავშირებს, კარგად ვიცნობ ლადოს მეუღლესაც.

როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მინდა, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ვიყო, მაგრამ მსაყვედურობენ, რატომ არ ჩანხარ ტელევიზიით ან რატომ არ გამოდიხარო, ამიტომ თუკი კონცერტში მონაწილეობის შანსი არის, ხელიდან არ ვუშვებ. მინდა, ქართველი მაყურებელი ვასიამოვნო.

- ქეთი, თავი ოცი წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია?

- ოოოოო, არ ვიცი. იმედია, არ გავსუქდები (იცინის). ვვარჯიშობ და ვცურავ, რომ ფორმა შევინარჩუნო. მეუღლესთან ერთად დავრბივარ, თუმცა არა, სხვანაირად ვიტყვი - ის დარბის და მე მივდევ (იცინის). რაც შეეხება ჭამას, გემრიელად ჭამაზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე იმდენს დავდივარ, რომ ჯერჯერობით წონაზე არ აისახება.

- შოპინგი გიყვარს?

- გაგიკვირდება და არა. უცნაური თვისება მაქვს, ასე ვგეგმავ შოპინგს - მადრიდში მაისურებს ვყიდულობ, მილანში ფეხსაცმელებს, კიდევ სხვაგან კაბებს. მეზარება ერთ ქვეყანაში ყველაფრის შეძენა. ვიცი, სად იყიდება იაფი და კარგი სამოსი. საკონცერტო კოსტიუმებს კი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი დიზაინით ვაკერინებდი, რადგან ხატვა მეხერხება, ორი წლის წინ პირველად შევიძინე საკონცერტო კოსტიუმი. სპექტაკლებისთვის კი თეატრებში იკერება.

- ქეთი, პლასიდო დომიგნოს კონკურსის გამარჯვებული ხარ. როგორია მაესტრო ურთიერთობაში?

- ძალიან თავმდაბალი და საყვარელი ადამიანია. 2008 წელს გავემგზავრე მისი სახელობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ქვეყანას ომი უკვე გადატანილი ჰქონდა და ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ საერთოდ არ წავიდოდი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. მინდოდა მეჩვენებინა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველებს მაინც შეგვიძლია თავის გატანა და ნიჭიერი ადამიანები ვართ. ბედნიერი ვარ, რომ პირველი ადგილი მოვიპოვე. მაესტრომ თავად დამაჯილდოვა და მისი დირიჟორობით შევასრულე დასკვნითი კონცერტი. ამ გამარჯვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე.

- ქეთი, ვარსკვლავური დაავადება ხომ არ გაქვს?

- ამის თავის ასარიდებლად სახლში კარგი კონტროლი მყავს. ჩემი ოჯახის წევრებს, არც მეუღლეს არასდროს გაუფეტიშებიათ ჩემი წარმატებები. ფიქრობენ, რომ ეს ბუნებრივი რამ არის. შესაბამისად, თავს სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ და არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე უკეთესი ან უარესი ვარ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება