გერმანიაში ავსტრიული წარმოშობის რუსი ჯაშუში გამოავლინეს

გერმანიაში ავსტრიული წარმოშობის რუსი ჯაშუში გამოავლინეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ავსტრიის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 54 წლის ჰერალდ ალიოს ს.-ის საქმეზე დოკუმენტები უკვე გადაეგზავნა მიუნხენის უმაღლეს სასამართლოს. ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ბრალდების მხარის მონაცემების თანახმად, ავსტრიელი 1997-2002 წლებში რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. ეჭვმიტანილი რუსებს ერთ-ერთი გერმანული ფირმის სამხედრო და სამოქალაქო ვერტმფრენების ახალ მოდელებზე ინფორმაციას აწვდიდა. პროკურატურის ცნობით, ამაში მას 8,3 ათასი ევრო გადაუხადეს. 

ამასთან, ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურებს იმ გერმანელ ინჟინრებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდა, რომლებსაც პერსპექტივაში რუსეთის დაზვერვისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ წელს, მარტში პრემიერ-მინისტრ ბენდერბურგის აპარატში ორი გერმანელი გამოავლინეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციისთვის ინფორმაციის მიწოდებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. უკვე ივნისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა საწარმოო შპიონაჟზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, გერმანული ეკონომიკის უმთავრესი პრობლემაა. მეზერის თქმით, ამ მხრივ ყველაზე მეტად ჩინელები და რუსები აქტიურობენ.

მომზადებულია dw-world.de-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა