რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტი აღარ არის

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტი აღარ არის

რამზან კადიროვი 2 სექტემბრიდან ჩეჩნეთის პრეზიდენტი აღარ არის. ჩეჩნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტს სახელწოდება შეუცვალა, ამიერიდან კადიროვს "რესპუბლიკის მეთაურს" უწოდებენ, იტყობინება РИА "Новости".

ამ წინადადებით კადიროვმა პარლამენტს 12 აგვისტოს მიმართა. კადიროვმა საკუთარი ინიციატივა იმით ახსნა, რომ რუსეთში მხოლოდ ერთ სახელმწიფო მოღვაწეს აქვს უფლება პრეზიდენტად იწოდებოდეს. ამასთან კადიროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა ნებისმიერ ტერმინს დათანხმდეს, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობას აღნიშნავს, გარდა "პრეზიდენტისა".

ჩეჩნეთის პარლამენტმა მის წინადადებას მხარი დაუჭირა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა