ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს

ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს

იტალიურმა მედიამ ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელა. ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო. ღონისძიების გაშუქებისას იტალიური ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე ყველაზე ხშირად მსახიობები ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი ჩანდნენ. NEWSru Israel-ის ვერსიით, სწორედ ისინი უდგანან სათავეში წლევანდელი ფესტივალის ყველაზე სექსუალური ლამაზმანების რეიტინგს. მათ რიცხვში არიან ასევე ცნობილი მსახიობები, მოდელები, მომღერლები და მოცეკვავეები.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალზე 86 ფილმს აჩვენებენ, რომელთაგან 24 ძირითად საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ფესტივალზე თავიანთ ნამუშევრებს 35 რეჟისორი წარმოადგენს. მასპინძელი იტალია 44 ფილმს აჩვენებს, 19-ს - აშშ, 11-ს - საფრანგეთი, 7-ს - ჩინეთი, 6-ს  - ბრიტანელები.

67-ე ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური ლამაზმანების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ჯესიკა ალბა

2. ნატალი პორტმანი

3. კსენია სოლო

4. მარგარეტ მადე

5. ვიოლანტე პლაჩიდო

6. მანუელა არკური

7. არიანა მარტინა ბერგამაჩი

8. ირენ ვანგი

9. ელიზა სედნაუი

10. მატილდა ბრანდი

11. პატრიცია პელეგრინო

12. ჯო ჩალპა

13. აფეფ ჯენიფენი

14. ნაომი კემპბელი

15. იზაბელა რაგონეზე

მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება