პენტაგონი სამხედრო ყველგანმავლის Humvee-ისთვის კიდევ ერთი უნარის მინიჭებას ცდილობს და მზადაა 40 მლნ დოლარი გაიღოს, თუკი მას ცაში აფრენილს იხილავს. ამ მიზნით სააგენტო DARPA-მ ორი კომპანია უკვე შეარჩია, რომლებიც მფრინავი ყველგანმავლის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ.
მოდელ Transformer TX-ზე კომპანიები Lockheed Martin და AAI Corp მუშაობენ. ცნობილია, რომ მათი შექმნილი მფრინავი ავტომობილი მთლიანად ავტომატიზირებული იქნება და 4 ადამიანს დაიტევს. ის გზაზე ჩვეულებრივი ავტომობილის დარად გადაადგილდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვერტიკალურ აფრენასა და დაშვებასაც განახორციელებს.
მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.