ავტორი:

"ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა" - აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

"ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა" - აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან.

"ამერიკის სულისთვის გამართულ ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა", - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერში, მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში სიტყვითგამოსვლისას განაცხადა.

მან ამერიკელებს გაერთიანების მოუწოდა.

"ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, როგორც ეს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია, გავერთიანდეთ, გავჯანსაღდეთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, „დემოკრატიის ალს“ ამერიკაში ვერაფერი ჩააქრობს.

„დემოკრატიის ალი ამ ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაინთო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვერც პანდემია და ვერც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ალს ვერ ჩააქრობს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

ბოლოდროინდელ კიბერთავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსეთია - რა წერია აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივ განცხადებაში