ავტორი:

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, დღეს ხმაური იყო. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. თუმცა საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა" - აღნიშნა კალაძემ.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს მწვავე შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოების დიდი ნაწილი თბილისის მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ზამთარში და მითუმეტეს პანდემიის და ვირუსის არსებობის პირობებში ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება დაუშვებელია.

"ფეისბუქზე" განსაკუთრებით ბევრი ადამიანი აზიარებს ფოტოს, რომელზეც მამა-შვილია გადაღებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟისას მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა. თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის 131-ე სკოლის დირექტორმა ხათუნა ენუქიძემ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფოტოზე მისი მოსწავლის ოჯახის წევრები არიან.

"საინტერესოა ამ ფოტოს ყველა არხი რატომ აფრიალებს, კი გაჭირვებული ოჯახია და თანადგომა ჭირდება, მაგრამ ამათთვის, არავის, არაფერი დაუნგრევია.... ერთი ბავშვი ამ ოჯახიდან ჩემი მოსწავლეა, ან იქნებ სულაც არ სიამოვნებთ ამ ოჯახის წევრებს ამ ფოტოს ფრიალი?!" - დაწერა ხათუნა ენუქიძემ.

დეტალებისთვის AMBEBI.GE ხათუნა ენუქიძეს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფოტოზე გადაღებული ბავშვი, სკოლის მოსწავლე არ არის, მაგრამ მერვე კლასშია მისი ძმა, რომელიც 131-ე სკოლაში სწავლობს და როგორც დირექტორი აღნიშნავს, დაზუსტებით იცის, რომ ოჯახისთვის ის სახლი არ დაუნგრევიათ.

- თუ შეეხმიანეთ ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ ოჯახს?

- არა, არ შევხმიანებივარ. ჩვენი მოსწავლე უფროსი ძმისგან შემოდის დისტანციურ გაკვეთილებზე, ის მგონი სხვაგან ცხოვრობს, ზუსტად არ ვიცი უფროსი ძმის მონაცემები.

"მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ" - რამ გაანაწყენა ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც "ფეისბუქგვერდებს" დახურვით ემუქრება

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს