თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 4 სექტემბერს 159-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.
მრავალწლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა და თეატრის კოლექტივი ზაქარია ფალიაშვილის ოპერას - "აბესალომ და ეთერის" შეასრულებს.
სპექტაკლს წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია. ოპერა შესრულდება საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში.
სექტემბერში ამავე დარბაზში აჟღერდება ოპერები: ვერდის "ტრავიატა", "ნაბუქო"და "აიდა"; ლეონკავალოს "ჯამბაზები", თაქთაქიშვილის "მინდია". გაიმართება ასევე ორი გალაკონცერტი თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით.
სექტემბერში ოპერის თეატრს უმასპინძლებს კონსერვატორიის დიდი დარბაზიც - 23 სექტემბერს შესრულდება ვერდის "ბალ-მასკარადი", 30-ში კი - ფალიაშვილის "დაისი".